რუსული რეჟიმი

თალაკვაძე: ჩვენ უსამართლობას არავის გავუტარებთ

მე პირველ რიგში, მინდა ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო.

ასევე, მინდა ჩვენი პარტნიორები დავამშვიდო და ვუთხრა მათ, რომ ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას, საქართველოს არცერთი ნაბიჯი, არცერთი რეალური ქმედება არ გადაუდგამს თავისი მეგობრების წინააღმდეგ.

თქვენ ვერ მეტყვით, ეს პოლიტიკური რიტორიკა, იქიდან ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ერთ განცხადებებს აკეთებენ, ევროპარლამენტარები მეორეს (აქ ჩამოვიდნენ და რის უფლებას აძლევდნენ თავს, მიტინგებზე რომ გამოვიდნენ პირდაპირ), საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ქართველი დეპუტატი რომ ჩასულიყო ევროპაში, რომელიმე ქვეყანაში და მიტინგზე გამოსულიყო, თქვენ მერე გენახათ კრიტიკა, მაგრამ არაუშავს.

ჩვენ თავს არავის არ დავუხრით და უსამართლობას არავის არ გავუტარებთ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ სამთავრობო ტელევიზია იმედის ეთერში.

კომენტარები