სალომე სამადაშვილი

სამადაშვილი: ეჭვი მაქვს, პრემიერთან ხაზზე არიან რუსები, თეირანი იყო შეხვედრის შესაძლებლობა

სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ კობახიძესთან, ცხადია, ხაზზე არიან რუსები პირდაპირ. მსგავსი ღონისძიებები არის კარგი შესაძლებლობა, ალბათ, რომ მაღალ დონეზე შეხვდნენ კობახიძეს და დაარიგონ, შემდეგი ნაბიჯები რა არის საქართველოს სუვერენიტეტის გასაუქმებლად და რუსეთისთვის გადასაბარებლად.

მე არ მგონია, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ეკონტაქტება რუსეთი. ვფიქრობ, რომ კობახიძესთან მათ პირდაპირ ხაზი აქვთ და ამიტომ, ვფიქრობ, რომ კობახიძე შანს არ უშვებს ხელიდან, იყოს იქ, სადაც შეიძლება შეხვდეს რუსეთის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, რომლებიც, ალბათ, პირადად უტარებენ კონსტრუქტაჟს მას, რა უნდა გააკეთოს. თეირანიც ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა კობახიძისთვის.

თქვა პარტია ლელოს პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა.

30 ივლისს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანში ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო. ღონისძიებას ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც ესწრებოდა.

კომენტარები