იტალია-ჩინეთი

იტალია ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს აახლებს

ფოტო: Liu Weibing/Xinhua/IMAGO

მიმდინარე კვირას იტალიის პრემიერ მინისტრი, ჯორჯია მელონი ჩინეთში თანამდებობის დაკავებიდან პირველად ჩავიდა და იტალიისა და ჩინეთის ურთიერთთანამშრომლობის სამწლიან გეგმას მხარი დაუჭირა.

რომი ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას მას შემდეგ ცდილობს, რაც გასულ წელს იტალია ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგი ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივას გამოეთიშა.

მელონის თქმით, მისი ხუთდღიანი მოგზაურობა იყო "ახალი ფაზის დაწყების და ორმხრივი თანამშრომლობის განახლების სურვილის დემონსტრაცია". მან ასევე დაამატა, რომ სამოქმედო გეგმა თანამშრომლობის ახალი ფორმების აღმოჩენასაც ისახავს მიზნად.

იტალიის ლიდერმა ასევე თქვა, რომ იტალიის და ჩინეთის ხელმოწერილი სამრეწველო თანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს ისეთ სტრატეგიულ ინდუსტრიულ სექტორებს, როგორიცაა ელექტრომობილობა და განახლებადი ენერგია.

28 ივლისს მელონი იტალიისა და ჩინეთის ერთობლივ ბიზნეს ფორუმს დაესწრო, სადაც მიწვეულები იყვნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა იტალიური საბურავების მწარმოებელი Pirelli, ენერგოჯგუფი ENI, თავდაცვის ჯგუფი Leonardo, ღვინის მწარმოებელი კომპანიები და ისეთი იტალიური ბრენდი Dolce & Gabbana.

"ფორუმი ომხრივი ინტერესების კიდევ ერთი სიგნალია, რათა მეტად დავაბალანსოთ ჩვენი ინტერესები და კომერციული გაცვლა". - თქვა მელონიმ.

კომენტარები