რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

1 რაკეტა და 9 დრონი – უკრაინის საჰაერო ძალებმა იერიში მოიგერიეს

Pravda.ua

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 29 ივლისის ღამეს 10 რუსული დრონიდან 9 გაანადგურეს. გარდა ამისა, ჩამოგდებულია 1 რაკეტა.

"ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად განადგურებულია X-59 ტიპის მართვადი რაკეტა და 9 შაჰედის ტიპის დრონი. საჰაერო სამიზნეები ჩამოგდებულია დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და კიროვგრადის ოლქებში". – წერია საჰაერო ძალების ანგარიშში.

ოკუპანტებმა რაკეტა ოკუპირებული დონეცკიდან გაისროლეს, ხოლო შაჰედები ანექსირებული ყირიმიდან არის აფრენილი.

რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები