ქართული ოცნება

კალაძე: საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაფუჭების საბაბი არ არსებობს

მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად, მზადაა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმიტომ, რომ მართლაც თუკი რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის ქართული ოცნების დამსახურება, ქართველ ხალხთან ერთად.

რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც გითხარით, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, უბრალოდ არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ მაგალითად, საქართველოსა და ამერიკას შორის, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს.

თბილისის მერი კახა კალაძე.

კომენტარები