სუს-ს ჰქონდა ზოგადად ზედაპირული კითხვები - თუ რა მიზეზით ჩავერთეთ უკრაინაში ომში, ვიცნობთ თუ არა უკრაინაში მებრძოლ სამხედროებს, რომლებიც ვითომდა საქართველოში აწყობენ გადატრიალებას, რაც სრული აბსურდია.
იქ დასმული კითხვებიდან ძალიან ბევრი იყო აბსურდული და ირონიული, თითქოსდა ჩვენ ქართველები, აქ, საქართველოში ვაპირებთ მეორე ფრონტის გახსნას, არადა, რეალურად, ჩვენ, ქართველი მებრძოლები უკრაინაში იმიტომ წავედით, რომ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გახსნილიყო და შესაბამისად, მტერთან გამკლავების საშუალება გვეძლეოდა უცხო მიწაზე და არა ჩვენს მიწაზე, ეს იყო ჩვენი მიზანი.





