შსს-ს ცნობით, ცაგერის რაიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ძმას - 1988 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ბ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს". - წერია განცხადებაში.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





