კავკასიის ბარომეტრი

კავკასიის ბარომეტრი: გამოკითხულთა 31%-ის თქმით, მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არაა

ორგანიზაცია CRRC-ის კვლევა კავკასიის ბარომეტრი 2024-ის მიხედვით, კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% პასუხობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს. ამავე კვლევით, 21% ამბობს, რომ ეს პარტია ქართული ოცნებაა, 21% პასუხზე უარს ამბობს, 8%-მა - არ იცის. 

პოლიტიკური პარტიების რეიტინგი კავკასიის ბარომეტრი 2024-ის მიხედვით, შემდეგია: 

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო [ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე] – 21%
  • ახალი [ნიკა მელია, ნიკა გვარამია] – 3%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა [ლევან ხაბეიშვილი] – 3%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება [ზურაბ ჯაფარიძე] – 1%
  • ლეიბორისტული პარტია [შალვა ნათელაშვილი] – 1%
  • ლელო საქართველოსთვის [მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი] – 1%
  • საქართველოსთვის [გიორგი გახარია] – 1%
  • ანა დოლიძე – ხალხისთვის [ანა დოლიძე] – 1%
  • გირჩი [იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი] – 1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი [გიორგი ვაშაძე] – 1%
  • კონსერვატიული პარტია [ზვიად ძიძიგური] – 1%
  • კონსერვატიული მოძრაობა „ალტ ინფო“ [კონსტანტინე მორგოშია, შოთა მარტინენკო] – 1%
  • ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები [ალეკო ელისაშვილი] – 1%
  • ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის [გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი] – 1%
  • სხვა – 2%
  • ასეთი პარტია არ არსებობს – 31%
  • არ ვიცი – 8%
  • უარი პასუხზე – 22%

კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევაა. ორგანიზაციის ცნობით, საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე

კომენტარები