რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ის ცნობით, რუსეთში Wall Street Journal-ის ამერიკელ ჟურნალისტს, 32 წლის ევან გერშკოვიჩს სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა ჯაშუშობის ბრალდებით მიუსაჯა. მას მაქსიმალური უსაფრთხოების პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. გერშკოვიჩი ბრალდებას უარყოფს.
მანამდე, პროკურორმა სასამართლოსგან გერშკოვიჩისთვის ჯაშუშობისთვის 18-წლიანი პატიმრობა მოითხოვა.
გერშკოვიჩი რუსეთში 2023 წლის 29 მარტს ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, WSJ-ის ჟურნალისტი რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. გერშკოვიჩი ამას უარყოფს, ხოლო აშშ მის დაკავებას უკანონოს უწოდებს.





