ზოგადად, საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს არის, რომ როგორც კი რეგიონში, გლობალურად შეიცვლება და დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე. [...] პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, უკრაინაში დასრულდეს ომი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება და დამშვიდდება რეგიონში ვითარება და ეს ყველანაირად დადებითად აისახება ზოგადად რეგიონში პოლიტიკურ ვითარებაზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე.
ქართული ოცნება
კობახიძე: რეგიონში ვითარების დამშვიდებისთანავე შეიცვლება საქართველოს მიმართ დამოკიდებულება
tbl.ge/6ufy
დაკოპირდა

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. ქართული ოცნების ლიდერი გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ესწრება.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




