ვასილ როინიშვილი

საკონსტიტუციოს მოსამართლე როინიშვილის ცოლი რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილის ცოლი, დიანა ცინდელიანი რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა. 

ვასილ როინიშვილის 2023 წლის დეკლარაციის თანახმად, დიანა ცინდელიანი რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციას 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ოქტომბრამდე იკავებდა. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ცინდელიანს სამუშაო პერიოდის განმავლობაში მიღებული აქვს 1130,41 რუბლი თანამდებობრივი სარგოს სახით. 

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2020 წელს დაინიშნა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშვნის პროცედურას უარყოფითად აფასებდა და სასამართლოს სანდოობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევდა.

სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ როინიშვილი ე.წ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანთან იყო დაკავშირებული.

კომენტარები