პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ - ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელმა, გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატობაზე რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კომისია 2024 წლის 11 ივლისს შეიქმნა.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კოკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი.
კომისიამ კანდიდატები წინასწარ შედგენილი და გასაჯაროებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები