რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბაიდენი ზელენსკის: აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწოდებს. ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის საუბარი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე შედგა.

"ჩვენ თქვენს გვერდით ვრჩებით, ალიანსის პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ამ ზაფხულში უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მივაწოდოთ და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ახლაც და ვიქნებით მომავალშიც". - მიმართა ბაიდენმა ზელენსკის.

გარდა ამისა, სამიტზე ალიანსის წევრები მომდევნო წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, სულ მცირე, 40 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები