ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, 2008 წლის NATO-ს ჩანაწერი "გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და რეალურად ომის პროცესების დასაწყისის".
"არაერთი შეფასებით, დიახაც, სწორედ რომ 2008 წლის NATO-ს ჩანაწერით და იმ პირობებში, როდესაც ნატოს შემადგენლობაში საქართველო ვერ იქნა შეყვანილი და სამწუხაროდ, განსაკუთრებული მოწყვლადობა ჰქონდა ქვეყანას, გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და რეალურად ომის პროცესების დასაწყისის.
პარალელს ავლებენ 2008 წლის NATO-ს ჩანაწერზე, რომელსაც მოჰყვა ის ესკალაცია და ის საომარი დაძაბულობა, რაც თითოეული ჩვენგანის და ქვეყნისთვის უმძიმესი დაღია და ამას ისურვებენ და ამას უჭერენ მხარს". - თქვა ქართული ოცნების წევრმა ნინო წილოსანმა.
2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში პირველად ჩაიწერა, რომ საქართველო მომავალში გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი.





