ჩემთვის რამდენიმე პრინციპია მნიშვნელოვანი - პირველი, ქარტია, რასაც მოვაწერეთ ხელი და ქარტიაში ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტულად განსაზღვრული მანდატი, რისთვის მოვდივართ. მოვდივართ ევროპაში შესასვლელად, ევროპის დღის წესრიგის დასაბრუნებლად და მოვდივართ სამართლიანი, დემოკრატიული, პოლიტიკური საზოგადოებრივი გარემოს შესაქმნელად და ვრჩები, ამ ხელმოწერის ერთგული. ასევე, ჩვენ მოვაწერეთ ხელი გადაწყვეტილებას, რომ 8 ივლისისთვის უნდა გაგვეკეთებინა განაცხადი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სიცხადე და ამ პირობასაც ვასრულებთ და ამ გაერთიანებას გთავაზობთ. ასევე, მინდა დავაფიქსირო ჩემი უკიდურესი პატივისცემა ლელოს მიმართ, მათ განვიხილავ პარტნიორებად, მეგობრებად, თანამებრძოლებად და მათ აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ საერთო ბრძოლაში. და ბოლოს, მინდა დავაფიქსირო პრინციპული და მყარი პოზიცია - თავდაუსხმელობა არის არა უბრალოდ ზოგადი განცხადება, არამედ ვინც არ უნდა დაგვესხას თავს, ვინც არ უნდა დამესხას მე თავს, პასუხის გაცემასაც არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. არც ენმ-თან, არავითარ შემთხვევაში არანაირ კონფლიქტში არ შევალ, არც ერთ პარტიასთან კონფლიქტში არ შევალ, რაც მთავარია ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი საქმე და ამას ვიწყებთ უკვე დღეიდან.
ხოშტარია: თავდაუსხმელობა მყარი პოზიციაა - არცერთ პარტიასთან კონფლიქტში არ შევალ





