პუტინისტები

კახა კალაძის დის ქმარი ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა

გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე ოკუპირებულ ლუგანსკში
გიორგი ირემაძე

თბილისის მერისა და ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმარი, პაატა აბულაძე ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა.

ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა პუტინისტმა გიორგი ირემაძემ, რომელიც პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წევრია. ირემაძისა და აბულაძის ვიზიტი გააშუქა რამდენიმე რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამაც.

ირემაძის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს პაატა აბულაძე, რომელსაც მაისურზე ომის მხარდამჭერი სიმბოლო Z ახატია, ხოლო თავზე ახურავს ქუდი რუსეთის დროშით. 

აბულაძეს ოკუპირებულ დონბასში ჩასვლასთან დაკავშირებით ტვ პირველი დაუკავშირდა. მას ჰკითხეს, თუ რა მიზნით იმყოფებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ მიწაზე.

"ესე იგი, იქ რამდენი ამერიკელი უნდა დამეჭირა, თქვენი გეი პატრონები რომ არიან, სოდომისტები. თქვენ რომ პატრონები გყავთ იქ . გეები და ჩათლახები. კაი, გაა*ვი რა." – უპასუხა აბულაძემ ტვ პირველის ჟურნალისტს.

კომენტარები