სანქციებზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს აშშ-სთან. თითქმის ყოველდღიური კავშირი როგორც FBI-სთან, DEA-სთან, INL-თან.
[...]რაც შეეხება ჩემს პირად ურთიერთობას აშშ-სთან, მე უკვე 2 ათეული წელია ვმოგზაურობ ამერიკაში, როგორც სამსახურებრივი, ასევე ოჯახთან ერთად ვიზიტებით, შესაბამისად, არასდროს პრობლემა არ მქონია. ახლაც, ზუსტად საათი და 40 წუთის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აეროპორტიდან მოვდივარ.