იამაიკა

იამაიკაში ქარიშხალ ბერილს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

GETTY IMAGES

იამაიკაში ქარიშხალ ბერილს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც მოსალოდნელია, უახლოეს რამდენიმე საათში ქარის სიჩქარე იამაიკაში 249 კმ/სთ-ს მიაღწევს. ასევე, ქარიშხლის გამო შტორმიცაა მოსალოდნელი

იამაიკის ზოგიერთ რაიონში 30 სმ-მდე ნალექი მოვიდა, რამაც წყალდიდობა, მეწყერი და დასახლებული ტერიტორიების განადგურება გამოიწვია. ქარიშხლის საფრთხეები უახლოეს მომავალში ასევე მოსალოდნელია კაიმანის კუნძულებზე, მექსიკის ჩრდილოეთით და იუკატანის ნახევარკუნძულზე. 

იამაიკაში ქარიშხლის მოახლოება რამდენიმე საათით ადრე იყო ნავარაუდევი, რის გამოც ზოგიერთ რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია მალევე დაიწყო.

კომენტარები