რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანმა ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება ურჩია

უნგრეთის პრემიერმინსტრმა უკრაინაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთთან მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

ორბანმა განმარტა, რომ ის აფასებს ზელენსკის მიერ წარდგენილ მშვიდობის დამყარების ინიციატივას, თუმცა, მისი თქმით, მათი იმპლემენტაცია დროში გაიწელება და სწორედ ამიტომ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტს ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება. 

უცნობია პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი ორბანის შემოთავაზებაზე. European Pravda-ს მიხედვით, ამ საკითხზე ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას არ უსაუბრია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს მის მშვიდობის ინიციატივებს.

ამის გარდა, ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ასევე, შეთანხმდნენ, რომ უნგრეთში პირველი უკრაინული სკოლა გაიხსნება.

2 ივლისს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 1-ელ ივლისს უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

კომენტარები