მამარდაშვილი: ამაყები უნდა ვიყოთ, ეს არ არის დასასრული, უფრო ძლიერები დავბრუნდებით

მართლაც ამაყები უნდა ვიყოთ, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ საქართველოს ვაჩუქეთ ეს ჩემპიონატი. კარგად ვითამაშეთ თითოეულმა ფეხბურთელმა. სამწუხაროა, რომ მერვედფინალში გამოვვარდით, მაგრამ ამითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ მერვედფინალში გამოვვარდით, იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ აქამდე მოვიდოდით.

ესპანეთი, ჩემი აზრით, არის ამ ჩემპიონატის ფავორიტი. ვფიქრობ, რომ მოიგებენ ამ ჩემპიონატს. სამწუხაროა, რომ ესპანეთი შეგვხვდა, ასეც ვიტყოდი.

მაგრამ, არა უშავს. ეს ყველაფერი არ არის დასასრული. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით, აუცილებლად. ქართველ გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო, რომ ირწმუნონ ჩვენი და აუცილებლად გავახარებთ მათ მომავალში.

თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ.

საქართველო ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

კომენტარები