არჩევნები აზერბაიჯანში

ილჰამ ალიევმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ილჰამ ალიევი 2024 წლის არჩევნებზე
Vugar Amrullaev/AZERTAC   

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მე-6 მოწვევის მილი მეჯლისის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 1-ელ სექტემბერს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ალიევმა ხმათა 92% მიიღო.

უკანასკნელ საპარალამენტო არჩევნებში (2020 წელს) კი ალიევის პარტიამ ახალმა აზერბაიჯანმა 125 მანდატიდან 70-ის მოპოვება შეძლო.

კომენტარები