რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ და ისრაელი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

JACK GUEZ/AGENCE FRANCE-PRESSE/GETTY IMAGES

აშშ-ს და ისრაელის მთავრობები უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები 8 ერთეული სისტემის გადაცემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ Patriot-ის თავდაცვის სისტემები სესხის ფორმით ისრაელს გადასცა და ამჟამად ისრაელში არსებული სისტემების უკრაინისთვის გადაცემაზეა საუბარი. მოლაპარაკებებში ჩართულები არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. ასევე მიმდინარეობს პირდაპირი დიალოგი უკრაინასა და ისრაელს შორის. 

WSJ-სთან საუბრისას მოლაპარაკებებში ჩართულმა ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ მსჯელობა ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გადაწყვეტილი არაფერია. ამჟამად უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის 4 სისტემას ფლობს. 

კომენტარები