ერთიანი ეროვნული გამოცდები

მერია: ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

თბილისის მერიის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში საგამოცდო ცენტრებამდე მოქალაქეებს დამატებითი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ავტობუსები სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში თბილისის N39, N103, N133, N147, N175, N177, N191 და N207 საჯარო სკოლების მიმართულებით იმოძრავებენ, სადაც განთავსებული იქნება საგამოცდო ცენტრები.

"N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორია); N39, N177 და N191 საჯარო სკოლების მიმართულებით, ავტობუსები მგზავრებს ასევე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან;

N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები გადაადგილდებიან მეტროსადგურ "სამგორის" ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი);

N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა, ყოფილი ტრანსპორტის ქუჩა);

რაც შეეხება N133 და N207 საჯარო სკოლებს, საგამოცდო ცენტრები მეტროსადგურ "ღრმაღელის" მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შესაბამისად, მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, გამოიყენებენ უკვე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს". - წერს თბილისის მერია.

კომენტარები