რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლოიდ ოსტინმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ყირიმში დაძაბულობის შესახებ ისაუბრეს

 UKRAINSKA PRAVDA

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელუსოვმა ყირიმში დაძაბულობის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. აშშ-ს და რუსეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის ამ იშვიათი სატელეფონო საუბრის მიზეზი გახდა რუსეთის მიერ ყირიმში უკრაინის თავდასხმებში ვაშინგტონის დადანაშაულება

რამდენიმე დღის წინ რუსეთის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ ყირიმში უკრაინულ თავდასხმაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა აშშ-ს ჰქონდა. საპასუხოდ, პენტაგონმა განმარტა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები დამოუკიდებელ სამხედრო გადაწყვეტილებებს იღებს. 

როგორც ცნობილია, საუბრის ინიციატორი ლოიდ ოსტინი იყო და პენტაგონის და რუსეთის თავდაცვის ხელმძღვანელებმა კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ბელუსოვმა საუბრისას ხაზი გაუსვა იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ.

ანდრეი ბელუსოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრი 2024 წლის მაისში გახდა და მან სერგეი შოიგუ ჩაანაცვლა. აღნიშნული სატელეფონო საუბარი რუსეთის და აშშ-ს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებს შორის პირველი პირდაპირი კომუნიკაცია იყო 2023 წლის მარტის შემდეგ.

კომენტარები