რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: უკრაინამ ბელგოროდზე 29 დრონით იერიში მიიტანა

Meduza

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რეგიონზე იერიში მიიტანა.

გლადკოვის მტკიცებით, იერიშის შედეგად დაიღუპა ასაკოვანი ქალი, ასევე დაშავებულია 4 ადამიანი.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ბელგოროდის თავზე ჩამოგდებულია 29 უკრაინული დრონი. კიდევ ერთი დრონი კი განადგურებულია ვორონეჟის ოლქში.

კომენტარები