ტერაქტი დაღესტანში

დაღესტანში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი

დაღესტანში მომხდარ ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთი სავარაუდო ტერორისტი
მედია / Telegram

ბოლო მონაცემებით დაღესტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 20 ადამიანი, აქედან 15 სამართალდამცავი და 5 მშვიდობიანი მაცხოვრებელი.

დაღუპულთა შორის არის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ეკლესიის დაცვის თანამშრომელი. 

ოფიციალური მონაცემებით ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი, თუმცა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მელიკოვის თქმით, მოკლულია 6 ტერორისტი.

ტერაქტის შედეგად ასევე დაშავებულია 22 ადამიანი.


23 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, დაღესტნის ქალაქებში მაჰაჩყალასა და დერბენტში უცნობი შეიარაღებული პირები 2 მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგას და საგზაო პოლიციის პუნქტს დაესხნენ თავს.

რუსული ოპოზიციური მედია Meduza-ს ინფორმაციით, დაღესტანში მომხდარ ორ ტერაქტში სერგოკალინსკის ოლქის გამგებლის, მაგომედ ომაროვის ორი შვილი, ოსმან და ადილ ომაროვები, მონაწილეობდნენ.

კომენტარები