ტერაქტი დაღესტანში

დაღესტანში ოფიციალურად დააკავეს ოლქის გამგებელი, რომლის შვილები ტერაქტებში მონაწილეობდნენ

Baza / Telegram

დაღესტანში ოფიციალურად დააკავეს ოლქის გამგებელი მაგომედ ომაროვი, რომლის შვილები ტერაქტებში მონაწილეობდნენ.

გამოძიების ინფორმაციით ომაროვის 2 შვილი და ორი ახლო ნათესავი 23 ივნისს, დაღესტანში მომხდარი ტერაქტების მონაწილეები იყვნენ. 

ომაროვზე ტერორიზმისთვის ხელისშეწყობის მუხლით დაიწყო გამოძიება.

გამგებელი თავდასხმიდან მცირე დროში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და დაკითხეს. როგორც გამოცემა Baza წერს, გამგებელმა იცოდა, რომ მისი ოჯახის წევრები კავშირში იყვნენ ვაჰაბიტებთან. ომაროვის თქმით, ბოლო წლებში მას შვილებთან ურთიერთობა არ ჰქონდა.


23 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, დაღესტნის ქალაქებში მაჰაჩყალასა და დერბენტში უცნობი შეიარაღებული პირები 2 მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგას და საგზაო პოლიციის პუნქტს დაესხნენ თავს.

ბოლო მონაცემებით დაღესტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 21 ადამიანი(მედია Baza-ს ცნობით - 23), აქედან 16 სამართალდამცავი და 5 მშვიდობიანი მაცხოვრებელი. 

დაღუპულთა შორის არის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ეკლესიის დაცვის თანამშრომელი. 

ოფიციალური მონაცემებით ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი, თუმცა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მელიკოვის თქმით, მოკლულია 6 ტერორისტი.

ტერაქტის შედეგად ასევე დაშავებულია 50 ადამიანი.

კომენტარები