რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ საკუთარი ვერტმფრენი ჩამოაგდო

Pravda.ua

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ საკუთარი ვერტმფრენი ჩამოაგდო. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური, Z-ბლოგერებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ანაპაში ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩვენივე ვერტმფრენი ჩამოაგდო. KA-29 უეკიპაჟო კატერების მოძიებით იყო დაკავებული, როდესაც ერთ-ერთმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ მასზე იერიში მიიტანა". – წერს ტელეგრამ არხი ტრინადცატი.

ვერტმფრენის ჩამოგდებას კიდევ რამდენიმე ომის მხარდამჭერი რუსული ტელეგრამ არხი ადასტურებს. მათი ცნობით დაღუპულია 4 ადამიანი.

რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები