ვადამდელი არჩევნები ბრიტანეთში

სუნაკის დაცვის თანამშრომელი არჩევნების თარიღზე ფსონების დადების გამო დააკავეს

რიში სუნაკი 22 მაისის განცხადების დროს

პოლიციის ოფიცერი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის დაცვის თანამშრომელი იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღზე ფსონების დადების გამო დააკავეს.

ოფიცერს ლონდონის პოლიციამ თავდაპირველად სტატუსი შეუჩერა, შემდეგ კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. ოფიცერი გამოძიების დასრულებამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ლონდონის პოლიციას გასულ კვირაში ბრიტანეთის აზარტული თამაშების კომისია დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, იძიებდნენ ინციდენტს, რომელშიც პოლიციის თანამშრომელი ფიგურირებდა. მათი ცნობით, პოლიციელი ფსონებს დებდა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ვადამდელი არჩევნების თარიღი (4 ივლისი) 22 მაისს გამოაცხადა.

კომენტარები