ანუკ ემე

92 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი ანუკ ემე გარდაიცვალა

Lola/Jacques Demy 

92 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი ანუკ ემე გარდაიცვალა. ემეს გარდაცვალება მისმა ქალიშვილმა, მანუელა პაპატაკისმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაადასტურა

ანუკ ემემ კარიერა კინოს სამყაროში 40-იან წლებში დაიწყო. ის 1960-იან წლებში საკულტო მსახიობად იქცა მას შემდეგ, რაც ითამაშა ფედერიკო ფელინის "8 1/2-ში", ჟაკ დემის "ლოლაში" და კლოდ ლელუშის "ქალი და მამაკაცში". "ქალი და მამაკაცში" შესრულებული როლისთვის ანუკ ემემ ოქროს გლობუსის ჯილდო მიიღო და გახდა პირველი ქალი მსახიობი, რომელიც ფრანგულენოვანი როლისთვის ოსკარის ჯილდოზე იყო ნომინირებული.

კომენტარები