რუსეთი

რუსეთში დახოცეს პატიმრები, რომლებმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლები აიყვანეს

რუსეთში დახოცეს პატიმრები, რომლებმაც როსტოვის ოლქში მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში დაწესებულების თანამშრომლები მძევლად აიყვანეს.  ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

"როსტოვის ოლქში მდებარე, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის N1 წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გავათავისუფლეთ მძევლად აყვანილი თანამშრომლები, განხორციელდა დამნაშავეების ლიკვიდაცია". - წერია განცხადებაში. 

როსტოვის ოლქში პატიმრების მიერ მძევლების აყვანის შესახებ ინფორმაცია დღეს, 16 ივნისს დილის საათებში გავრცელდა. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული პირები ტერორიზმის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები. 

კომენტარები