დიდი ბრიტანეთი

ქეით მიდლტონი 6-თვიანი პაუზის შემდეგ 15 ივნისს პირველ საჯარო ღონისძიებას დაესწრება

Matt Porteous

ქეით მიდლტონმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 15 ივნისს მეფის, ჩარლზ III-ის დაბადების დღეზე 6-თვიანი პაუზის შემდეგ პირველ საჯარო ღონისძიებას დაესწრება. მისი თქმით, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესამჩნევი პროგრესი აქვს. 2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის. 

მიდლტონის თქმით, მისი მკურნალობის კურსი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება. როგორც ცნობილია, 15 ივლისს მეფის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე უელსის პრინცესა ეტლში იჯდება შვილებთან ერთად და ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილ ხალხს აივნიდან მიესალმება. 

"მე ვსწავლობ, როგორ ვიყო მომთმენი, მით უფრო გაურკვევლობაში. ვიღებ ყოველ დღეს ისეთს, როგორიცაა, ვუსმენ ჩემს სხეულს და თავს უფლებას ვაძლევ გამოჯანმრთელებისთვის გამოვიყენო იმდენი დრო, რამდენიც მჭირდება" - წერს ქეით მიდლტონი.

ქეით მიდლტონმა 22 მარტს X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა სადაც ამბობს, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის. უელსის პრინცესამ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი თებერვლის ბოლოს დაიწყო, თუმცა არ დაუკონკრეტებია სიმსივნის ტიპი. მიდლტონის თქმით, სიმსივნე ექიმებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც პრინცესამ 2024 წლის 16 იანვარს კლინიკაში გეგმური მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა, თუმცა "იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ მდგომარეობა არ იყო სიმსივნური".

კომენტარები