რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ქართული ლეგიონი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ქართული ლეგიონის შევრონი

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ ФСБ-ს საჯარო ურთიერთობის ცენტრმა გაავრცელა. 

"ФСБ-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ ნახევრად სამხედრო ფორმაცია "ქართული ეროვნული ლეგიონი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა" – წერია ФСБ-ს განცახდებაში.

რუსეთის მტკიცებით, ლეგიონის წევრები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად საომარ მოქმედებებში, რუსეთის ტერიტორიაზე საბოტაჟისა და ტერორისტული აქტების ორგანიზებასა და რუსეთის სამხედრო პერსონალის წამებაში იღებენ მონაწილეობას. 

2023 წლის ოქტომბერში უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა, ხოლო მიმდინარე წლის 24 თებერვალს სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები