რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს – უკრაინელ ერს, საქართველოს მოსახლეობას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს, ყველა ერს, მათ შორის, ასეთი ერია უკრაინელები, საქართველოს მოსახლეობა და სხვები. ამის შესახებ ზელენსკიმ ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"როგორც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური განწყობები ევროპაში, ჩვენი რეალობა ასეთია: ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს გამონაკლისის გარეშე, ყველა ერს, რომელიც იზიარებს მთელი ევროპის საერთო ღირებულებებს და სურს, როგორც ჩვენ, იცხოვროს მშვიდობიანად. უკრაინელები ასეთი ერია. ისევე, როგორც ჩვენი მეზობლები მოლდოვაში, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ბალკანეთის სახელმწიფოები და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც პატივს სცემენ ევროპას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას. აუცილებლად დადგება თავისუფალი ბელარუსის დროც, ბელარუსის დრო ევროპაში". - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით მისმა ქვეყანამ უკვე შეასრულა ყველაფერი, რაც საჭირო იყო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფაქტობრივი გახსნისთვის.

"ყველა წინაპირობა შესრულებულია. ივნისი უნდა გახდეს დრო, როდესაც მოხდება მოლაპარაკებების ჩარჩოს დადასტურება და დაიწყება თავად მოლაპარაკებები. რატომ არის ეს საჭირო? რადგან ეს არის ევროპის მიერ მიცემული დაპირებების შესრულება. ეს არის მტკიცებულება, რომ ევროპის გატეხა შეუძლებელია ზეწოლით, ხელოვნური ეჭვებით და რაიმე მანიპულაციებით". - თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინის რუსეთი სადაც ფეხს დადგამს ანადგურებს ყველაფერს. ეს იწყება დანაწევრებითა და ჰიბრიდული ომით, როგორც ეს მოლდოვასა და საქართველოში იყო, შემდეგ კი ხდება ტოტალური ომი, როგორიც არის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

"ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობას, დაყოს და შეასუსტოს დემოკრატიული მსოფლიო. ეს არის ბრძოლა ხალხის მოტივაციისთვის, იმ შეგრძნებისთვის, ნარჩუნდება თუ არა ნორმალური ცხოვრება. ასეთ დაპირისპირებაში გაძლება და გამარჯვება არის კომპლექსური სამუშაო. ეს არის ძალისხმევა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვისთვის, ამ ომის წინაშე ჩვენი საზოგადოების მდგრადობის უზრუნველყოფისთვის და ჩვენი საერთო ევროპული ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის, იმ ცხოვრების, რომელსაც პუტინი, პუტინის რუსეთი ანადგურებს ყველაფერს ყველგან, სადაც კი ფეხს დადგამს. ეს იწყება დანაწევრებითა და ჰიბრიდული ომით, როგორც ეს მოლდოვასა და საქართველოში იყო, შემდეგ კი ხდება ტოტალური ომი, როგორიც არის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ომის ორი წლის განმავლობაში უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ და გაუძლონ თავდამსხმელებს. ჩვენ შეგვიძლია, ოკუპანტებს უკან დახევა ვაიძულოთ და უკრაინისთვის აუცილებელია გამარჯვების მიღწევა. ჩვენ დავიბრუნეთ შავი ზღვა და თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების დამსახურებით გვაქვს მტკიცებულება, რომ შეგვიძლია ნებისმიერი რუსული რაკეტების და დრონების ჩამოგდება". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები