რუსეთი

რუსეთი და ბელარუსი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე წვრთნებს ჩაატარებენ

ბირთვული შესაძლებლობების მქონე ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემა.

რუსეთმა ბელარუსთან ერთად სამხედრო წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყო. არსებული ინფორმაციით, წრთვნები ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებას შეეხება. 

მაისში, რუსეთმა ბირთვული წვრთნები პირდაპირ დაუკავშირა "დასავლელი თანამდებობის პირების მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებსა და მუქარებს". 

წვრთნების პირველი ეტაპის დროს რუსი ჯარისკაცები ემზადებოდნენ Iskander-ის ტიპის რაკეტების განლაბაზე, ამავდროულად, საჰაერო ძალები გადიოდნენ წვრთნებს Kinzhal-ის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, მეორე ეტაპი მოიცავს რუსი და ბელარუსი სამხედროების საერთო წვრთნებს არასტრატეგიული ბირთვული იარაღის ბრძოლისას გამოყენებაში. განცხადების მიხედვით, მიზანი "სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო უზრუნველყოფაა". 

 

 

კომენტარები