რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს არმიის წევრმა დაადასტურა, რომ იანვარში რუსული А-50 უკრაინამ Patriot-ით ჩამოაგდო

А-50

აშშ-ს მე-10 არმიის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სარდლობის მეთაურის დამხმარემ, პოლკოვნიკმა როსანა კლემენტმა ღონისძიება Fires Symposium-ზე საუბრის დროს თქვა, რომ ამ წლის იანვარში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ამერიკული Patriot-ის საზენიტო სისტემის დახმარებით ჩამოაგდო.

ინფორმაცია თავდაპირველად Newsweek-მა გაავრცელა.

ზოგიერთ მათგანს სტატიკური ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად იყენებენ, სხვებს გადაადგილებენ და მათი მეშვეობით მართლაც ისტორიულ საქმეებს სჩადიან, რაც საჰაერო მცველად ყოფნის 22 წელში მსგავსი არაფერი მინახავს. მაგალითად SAMbush-ი, რაც ნიშნავს მიწა-ჰაერის რაკეტით ჩასაფრებას. ამას აკეთებენ ძალიან მობილური Patriot-ის სისტემით, რომელიც გერმანიისგან მიიღეს. ეს სისტემები მანქანებზეა დამონტაჟებული." – თქვა კლემენტმა. 

მაღალი რანგის სამხედრომ აღნიშნა, რომ უკრაინელები ამ ტაქტიკით ფრონტის ხაზის სიახლოვეს მიდიან, რათა Patriot-ის კინეტიკური შესაძლებლობები სრულად გამოიყენონ. მან დაამატა, რომ უკრაინელებმა სწორედ ეს სტრატეგია გამოიყენეს "იანვარში პირველი A-50 C2 სისტემის წინააღმდეგ".

იანვარ-თებერვალში რუსეთმა ფრონტის ხაზის მახლობლად ორი რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50 დაკარგა. ამ დანადგარის მხოლოდ რამდენიმე ერთეული არსებობს. Z-ბლოგერთა ნაწილი წერდა, რომ თვითმფრინავები რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო. А-50-ის ღირებულება 330 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

კომენტარები