უკვე თვეზე მეტია, ოჯახი ახალგაზრდა კაცს, თორნიკე დალაქიშვილს ეძებს. დალაქიშვილის მეუღლის ცნობით, მამაკაცი 25 აპრილს გაუჩინარდა.
"თუ ვინმემ რამე იცით ჩემი შვილის, თორნიკე დალაქიშვილის შესახებ, გთხოვთ, დამირეკეთ: 577 74 85 38". - წერს დაკარგული მამაკაცის დედა, ინგა ფერაძე Facebook-ზე.
როგორც თორნიკე დალაქიშვილის მეუღლე 5 მაისს წერდა, მამაკაცს ოჯახთან და მეგობრებთან კონტაქტი არ აქვს.
"25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს მაგრამ კვალზე ვერ გადიან. გთხოვთ გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ.
თუ ნახავთ ან ამ დღეების განმავლობაში სადმე ნახეთ გთხოვთ მომწერეთ ან დამირეკეთ: 595 99 88 61". - წერია თორნიკე დალაქიშვილის მეუღლის, სალომე ქურასბედიანის მიერ ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ Facebook-პოსტში.
როგორც დაკარგულის მეუღლემ, სალომე ქურასბედიანმა ერთი თვის წინ ტაბულას უთხრა, მისი ქმრის კვალი წალკაში წყდება, თუმცა, ის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს. მისივე თქმით, პოლიცია სამძებრო სამუშაოებში თორნიკე დალაქიშვილის გაუჩინარებიდან მეორე დღესვე ჩაერთო.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტაბულა შსს-საც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.





