უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საბრძოლო ფრონტისგან 589 კილომეტრის დაშორებით, ასტრახანის ოლქში, ახტუბინსკის აეროდრომზე თანამედროვე, მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელი Су-57 გაანადგურეს.
სამმართველო ადარებს თვითმფრინავისთვის 7 და 8 ივნისს გადაღებულ ფოტოებს და აღნიშნავს, რომ 8 ივნისის ფოტოში აფეთქების ნიშნები გამოკვეთილად ჩანს.
Су-57 რუსეთის ყველაზე თანამედროვე ავიაგამანადგურებელია, რომელსაც იერიშისთვის X-59 და X-69 ტიპის რაკეტების გამოყენება შეუძლია.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს Су-57-ის მხოლოდ ერთეულებს ფლობს.





