უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, იულია ტიმოშენკო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტიმოშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა უცნობია, რა მუხლით.
იულია ტიმოშენკომ უკრაინის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე 2005 და 2007-2010 წლებში იმსახურა. ახლა იგი პარტია ბატკივშჩინას ლიდერია.
ცნობისთვის, რუსეთმა მაისში სისხლის სამართლის საქმე მოქმედი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგაც აღძრა და მათზე ძებნა გამოაცხადა.





