ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: პუტინის ლეგიტიმურობას მხოლოდ პუტინი აღიარებს, ჩემსას – უკრაინელი ხალხი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინის ბრალდებას უპასუხა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ, პუტინმა ზელენსკის არაერთხელ უწოდა უკრაინის არალეგიტიმური პრეზიდენტი, ვინაიდან საომარი მოქმედებების გამო, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა.

"პრეზიდენტ ზელენსკის ლეგიტიმურობას აღიარებს უკრაინელი ხალხი. არჩევანს უკრაინელი ხალხი აკეთებს და მე მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის. ჩვენი ხალხი თავისუფალია. სიმართლე ითქვას ამიტომაც ვომობთ.

ამხანაგი პუტინის ლეგიტიმურობას კი მხოლოდ ამხანაგი პუტინი აღიარებს. და პუტინსაც პუტინი ირჩევს. რუსი ხალხი დეკორაციაა და მსახიობი მათ ერთ ჰყავთ".

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ერთ-ერთ გამოსვლის დროს თქვა, რომ უკრაინაში დღესდღეობით ლეგიტიმაცია მხოლოდ პარლამენტს და რადის სპიკერს აქვთ.

პუტინმა არჩევნებზე გაიმარჯვა, რომელზეც ერთადერთი ომის წინააღმდეგი კანდიდატი არ დაუშვეს. გარდა ამისა, არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ არჩევნები გაყალბებულად, ხოლო პუტინის მმართველობა უკანონოდ ცნო.

 

კომენტარები