უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. CNN-ის კორესპონდენტის ნატაშა ბერტრანის ცნობით, ბაიდენმა შეხვედრისას უკრაინისთვის ახალი, 225 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება დააანონსა.
ამერიკული გამოცემა AP-ის ცნობით, შეხვედრაზე ბაიდენმა მოიბოდიშა აშშ-ს სამხედრო დახმარების რამდენიმე თვით დაგვიანებისთვის. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკელი ხალხი უკრაინას კვლავ მხარს უჭერს გრძელვადიან პერსპექტივაში.
როგორც ცნობილია, ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, Stinger-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს, ჯაველინებს და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ჭურვებს და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებს.





