უცხოელი აგენტები

რუსეთში ვორონეჟის წიგნის მაღაზიამ იაპონელი კლასიკოსი იუკიო მიშიმა უცხოელ აგენტად გამოაცხადა

იუკიო მიშიმა
 Ken Domon / Public Domain

რუსეთის ქალაქ ვორონეჟის წიგნების მაღაზიაში კლასიკოსი მწერალი იუკიო მიშიმა "უცხოელ აგენტად" გამოაცხადეს. მიშიმას წიგნებს რუსულად ბორის აკუნინი თარგმნიდა.

Новая газета წერს, რომ ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა ქალაქ ვორონეჟში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს იუკიო მიშიმას წიგნები ზედ დაკრული სტიკერებით და შემდეგი წარწერით: "ორიგინალი მასალა მომზადებულია უცხოელი აგენტის, იუკიო მიშიმას მიერ".

იუკიო მიშიმა (1925-1970) იაპონური ლიტერატურის განთქმული კლასიკოსია, რომელიც სამჯერ წარადგინეს ნობელის პრემიაზე.

წყაროს ინფორმაციით, ეს რომანები "უცხოელ აგენტად" გამოცხადებულმა მწერალმა, ბორის აკუნინმა თარგმნა, რომლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. 

კომენტარები