ალექსანდრ დუგინი

დუგინი: საქართველოს ძლიერი მოკავშირე სჭირდება, ისეთი, როგორიც რუსეთია

საქართველოს პარლამენტში LGBT პროპაგანდის კანონს განიხილავენ. კანონპროექტის სახელია "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" კანონი, რომლის მიხედვითაც ასევე აკრძალულია სქესის შეცვლა. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, რომ მათი მიზანია დაიცვან ოჯახური ღირებულებები და მომავალი თაობა "ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შედეგებისგან.

ატლანტისტების მიერ ქვეყნის მორყევის მცდელობების და ხელისუფლებაზე ზეწოლის მიუხედავად, პარტია ქართული ოცნება თანმიმდევრულად იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტისთვის. საქართველო სომხეთისგან და მოლდოვისგან განსხვავებით იაზრებს, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვა ჰეგემონის წესების უდავო მორჩილებას, სუბიექტურობის დაკარგვას, ევროპასა და აშშ-ზე სრულ პოლიტიკურ დამოკიდებულებას ნიშნავს. შესაძლოა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროტესტის ტალღები გაიზარდოს, რასაც დასავლეთი გამოიყენებს და საქართველოს კიდევ ერთი ფერადი რევოლუციისკენ უბიძგებს, ამიტომ ქვეყანას სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირე, როგორიც რუსეთია, რომელთანაც ურთიერთობები აქტიურად ახლდება და სადაც ტრადიციული ღირებულებების შენახვასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის პოზიციას იზიარებენ.

ქართული ოცნების მიერ ანტი-ლგბტ კანონპროექტის დაინიცირება შეაფასა კრემლის პროპაგანდისტმა, პუტინის მხარდამჭერმა, ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგმა, ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა. ის აქამდეც არაერთხელ გამოხმაურებია თბილისში მიმდინარე მოვლენებს. დუგინი ხშირად იმეორებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების რიტორიკასა და ნარატივს.

კომენტარები