6 ივნისის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა როსტოვის ნავთობბაზაზე და ბელგოროდის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ოპოზიციური მედია Meduza ავრცელებს.
როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში შეტევის შედეგად 100 კვადრატულ მეტრზე ხანძარი გაჩნდა, დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, კამიკაძე-დრონების შეტევის შედეგად სტაროოსკოლსკის რეგიონში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობბაზას, კერძოდ, აალდა ერთ-ერთი რეზერვუარი, დაშავებულები არ არიან.





