უნგრეთი

TASS: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერბურგში Росатом-ის მენეჯმენტს შეხვდება

რუსეთის სამთავრობო მედიის, TASS-ის ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეკონომიკური ფორუმის პარალელურად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის უმსხვილესი ატომური ენერგიის კორპორაციის, Росатом-ის მენეჯმენტს შეხვდება. 

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 5-8 ივნისის პერიოდში ტარდება. 2024 წლის მთავარი თემაა – "განვითარების ახალი სივრცეების ფორმირება, როგორც მულტიპოლარული სამყაროს ქვაკუთხედი"

კომენტარები