საგანგებო სიტუაციები

ლაგოდეხში ცხენმა მოქალაქეს თავში დაზიანება მიაყენა – შსს-მ კაცი ვერტმფრენით გადაიყვანა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაგოდეხის ნაკრძალში ცხენით სეირნობის დროს მოქალაქეს ცხენმა თავის არეში მძმე დაზიანება მიაყენა. უწყების ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი პირი მაშველებმა ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს, 

"ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენებით სეირნობის დროს, მოქალაქეს ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. უგზოობის გამო, თანმხლები პირები ვერ ახერხებდნენ მის გამოყვანას.

მოქალაქის სამედიცინო პუნქტში გადაყვანის მიზნით, სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მეხანძრე-მაშველების მიერ უმოკლეს დროში მოხდა მოქალაქისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და შემდგომ მისი თბილისში, ვერტმფრენით გადმოყვანა" - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. 

კომენტარები