ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს და ყველას გახსოვთ, რომ ის ჩართული იყო ლელოს საარჩევნო აქტივობაში. ბოლნისში იყვნენ ერთად წასული, სადაც ერთად მონაწილეობდნენ კონკრეტულ საარჩევნო ღონისძიებაში. გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, გრიგოლ გეგელიას დონემდეა დასული. ეს ძალიან სამწუხაროა, ის სპეკულირებს და მერე ნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა ელჩის ეს ტვიტი თუ რაც იყო, გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის და წარმოაჩინეს ისე, თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როდესაც ის საუბრობდა ხუთი წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი. სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი აძლევს დეზინფორმაციის წყაროს კონკრეტულ მედიასაშუალებებს და მერე ისინი იტაცებენ. ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი, არამედ გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი და ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა.
tbl.ge/6t0b
დაკოპირდა

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე. გუშინ, 3 ივნისს გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა გაავრცელა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სიტყვები:
"ბოლო დროს იზრდება პოლიტიკური შუღლი და თავდასხმები. სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია. მათი ხმა უშეცდომოდ უნდა იქნეს გაგებული"
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




