ბოლოს მივედით, სადაც უნდა მივსულიყავით, რუსულ კანონის დაბრუნებაზე, რომელზედაც მიღებული ჰქონდა ამომრჩეველს და არა თქვენ, ან ჩვენ, კობახიძისგან, ანუ დღევანდელ პრემიერისგან პირობა, რომ ჩვენ არ დავაბრუნებთ ამ კანონს და მე მგონი საჭირო არის, რომ ეს გავუხსენოთ ამომრჩეველს, რომ ეს იყო ამ ტერმინებით: პირობას გაძლევთ, რომ არ დაბრუნდება და დააბრუნა კი არა, მდინარაძემ იმავე დღეს თქვა, რომ ეს არის იგივე, უცვლელი კანონიო.
რუსული კანონის მიღებამ ძალიან შეცვალა, სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა, იმ დღიდან როდესაც ჩვენი პარტნიორები ევროპელები თუ ამერიკელები, მთელი დასავლეთი და უკლებლივ ყველა ორგანიზაცია ევროპული თუ საერთაშორისო, ყველამ დაგმო ეს კანონი, ყველამ თქვა, რომ ამას არანაირი ადგილი არ აქვს ევროპაში და ამ კანონით ვერ მიგიღებთ ევროპაში, ამაზე ნათელი გზავნილი არა მგონია, რომ საქართველოს ოდესმე მიეღოს.
მაგრამ ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა და ეს პროცესი გადავიდა ამ თავითვე სხვა განზომილებაში, ან-ის საკითხი დადგა ჩვენს წინაშე, ან ვაგრძელებთ, აღვადგენთ იმ ევროპულ გზას, რომელზედაც ვიდექით ისე თუ ასე, ხან ჩქარა ხან ნელა, მაგრამ ვიდექით, ან ვერ დავაბრუნებთ და მივდივართ სხვა მიმართულებით... რომელიც გვაახლოებს იმ ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც სხვათა შორის ძალიან აფასებს ყველა განცხადებას და ყველა მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ნაბიჯს.
ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა, არანაირად და პირიქით ეწინააღმდეგება და რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო, ასე რომ, მე მგონი, რომ ნათელი არჩევანი დგას, ეს არის არჩევანი ევროპული გზის გადარჩენის.





