ჩინეთმა მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა

ჩანგე - 6
NewScientist

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის (CNSA) ცნობით, კოსმოსური აპარატი ჩანგე-6 მთვარეზე წარმატებით დაეშვა.

ხომალდი მთვარის სამხრეთის პოლუსის რაიონში, ე.წ. მთვარის ბნელ მხარეს, 2 ივნისის დილას დაეშვა.

აპარატი მთვარეზე ორი დღის განმავლობაში გრუნტის სინჯებს შეაგროვებს. ჩანგე-6 აღჭურვილია ბურღით და რობოტიზებული ხელით.

ჩანგე-6-ის წარმატებული დაბრუნების შემთხვევაში ჩინეთი პირველი სახელმწიფო გახდება, რომელიც მთვარის ბნელი მხარიდან სინჯებს მოიპოვებს.

კომენტარები