112-ის ცნობით, 31 მაისიდან 2 ივნისის დილამდე, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.
"მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ". - ნათქვამია 112-ის შეტყობინებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან რაიონებში კი ძალიან ძლიერი ელჭექი, სეტყვა და ქარი.





